ჯონ ჰიუგო ფრედი ბრაეკეველდტი
გამგეობის თავმჯდომარე
ჯონ ბრაეკველდტი 2004 წელს ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ არის ქვეყნის და რეგიონის კოორდინტორი გოსელინ ჯგუფში (Gosselin Group). ჯონი 2008 წლიდან არის ბელგიური სამშენებლო მასალების კომპანიის შპს DBR ჯგუფის პარტნიორი (DBR-group Ltd). ასევე, 2010 წლიდან იგი შპს B&J-ს თანამეპატრონეა (ვაჭრობა საქართველოში).
ჯონ ბრაეკეველდტს აქვს ბაკალავრის ხარისხი გრაფიკულ ხელოვნებასა და გრაფიკულ და კომერციულ მენეჯმენტში. მას აქვს ფართო გამოცდილება ლოჯისტიკის სექტორში ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში და აღიარებულია, როგორც ექსპერტი საბაჟო პროცედურებში.
ირინა საკი
ვიცე-თავმჯდომარე
ირინა საკი Publicis Group Caucasus-ის აღმასრულებელი დირექტორია. საქართველოში ჰოლანდიიდან 2006 წელს ჩამოვიდა. მართავს მის მიერ დაფუძნებულ Publicis Groupe-ში თავმოყრილ მარკეტინგულ და კომუნიკაციების სააგენტოებს (Publicis, ZentithMedia, Optimedia, Saatchi&Saatchi) კავვკასიის რეგიონსა და საქართველოში. მან მოახერეხა Publicis როგორც მთავარი ჰაბის ჩამოყალიბება კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებისათვის.
ირინა საკს აქვს მაგისტრის ხარისხი ხელოვნებაში და კომუნიკაციებში. მას აქვს 20 წელზე მეტი საერთაშორისო დონის გამოცდილება გაყიდვებსა და მარკეტინგში. ირინა საერთაშორისო ბრენდებს უზრუნველყოფს სტრატეგიით, კონსულტირებითა და მარკეტინგული რჩევებით საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში შესვლისას. ამასთანავე, ეხმარება ქართულ ბრენდებს ევროკავშირის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარზე დამკვიდრებისას.
პოლ კლარკი
გამგეობის წევრი
პოლ კლარკი TBSC კონსალტინგის, თბილისში არსებული გენერალური მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმის დირექტორია. იგი წარმოშობით ამერიკელია, თუმცა 1991 წლიდან ევროპაში (პოლონეთში) გადავიდა საცხოვრებლად. პოლი საქართველოში 2000 წელს ჩამოვიდა მსოფლიო ბანკის პროექტის სამართავად (CERMA) და დარჩენა გადაწყვიტა. TBSC ფოკუსირებულია 1) ბაზარზე შესვლასა და გაფართოებაზე, 2) შესრულების გაუმჯობესებაზე 3) გადაწყვეტილების ანალიზსა და მხარდაჭერასა და 4) ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორებზე.
პოლი ფლობს მატერიალური მეცნიერებისა და ინჟინერიის მაგისტრის ხარისხს სტრენფორდის უნივერსიტეტისგან და ასევე მაგისტრის ხარისხს ბიზნეს ადმინისტრირებაში ჩიკაგოს უნივერსიტეტისგან (University of Chicago Booth School of Business). მას აქვს 30 წლიანი გენერალური მენეჯმენრის კონსულტირების გამოცდილება სხვადასხვა ტიპის კლიენტებთან - ამერიკული კომპანია EXXON-ის მმართველი გამგეობისა თუ ქართული ერთ თანამშრომლიანი კომპანიების ჩათვლით. პოლს 2000 წლიდან უმუშავია 80-ზე მეტ სექტორში მოღვაწე 200-ზე მეტ ქართულ ორგანიზაციასთან.
პაატა ლომაძე
გამგეობის წევრი
პაატა ლომაძე სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის (ვენის სადაზღვევო ჯგუფი) აღმასრულებელი დირექტორია.
მან ჯიპიაი ჰოლდინგში მუშაობა 2001 წლიდან დაიწყო მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. იგი რამოდენიმე მმართველ პოზიციაზე მუშაობდა, 2012 წლიდან კი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. ჯიპიაი ჰოლდინგი ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია, რომელიც 50 კომპანიას აერთიანებს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 25 ქვეყანაში. ამავდროულად, პაატა შპს ჯეოჰოსპიტალსის (მცირე რეგიონალური საავადმყოფოების ქსელი) მრჩეველი გამგეობის თავმჯდომარე და შპს ფარმასისა და შპს კლინიკა კურაციოს მრჩეველი გამგეობების წევრია.
ანტონიო ალფარეზ ბურილიო
გამგეობის წევრი
ანტონიო საქართველოში 2013 წლიდან მუშაობს, როგორც კომპანია ეპტისას დირექტორი.
მისი პროფესიონაური კარიერა მთლიანად უკავშირდება ეპტისას ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებში პროექტების განვითარებასა და მმართველ პოზიციებზე მუშაობას. ანტონიოს ბიზნესის ადმინისტრირების ფართო საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად, აქვს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ელექტრო ინჟინერიაში.
ტორსტენ ველერი
გამგეობის წევრი
ამჟამად სასტუმრო ჰილტონ ბათუმის გენერალური მენეჯერი 2017 წლის იანვრიდან. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო სასტუმრო ინდუსტრიაში 1996 წლიდან. მოგზაურობა ჰილტონთან ერთად დაიწყო სასტუმრო ჰილტონ მიუნხენიდან, სადაც წარმატებით დაასრულა 2.5 წლიანი გერმანული დუალური განათლების პროგრამა, რათა გამხდარიყო სასტუმროს საქმის პროფესიონალი. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ის მუშაობდა ჰილტონის 7 სხვადასხა სასტუმროში, ბევრ სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციაზე, 4 ქვეყანაში: ა.შ.შ, გერმანია, ავსტრია და საქართველო. ა.შ.შ-ში ყოფნის დროს სწავლობდა და მოგვიანებით მიიღო მასპინძლობის მენეჯმენტის დიპლომი ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტში.
ჰილტონის სხვადასხვა სასტუმროში მუშაობა არა მხოლოდ სასტუმროების მართვასთანაა დაკავშირებული, არამედ ეს მთელი ცხოვრების თავგადასავალია. ჰილტონის ქსელში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ევროპის რეგიონის ჩემპიონობა, რომელიც ცნობილია პროგრამის „Travel with Purpose” სახელით, მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა. პროგრამა მოიცავს ახალგაზრდების განვითარების, გარემოს დაცვისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი პროექტებისა და აქტივობების ორგანიზებას და მართვას.
მისი კარიერის განმავლობაში ის ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სტუმრებზე უმაღლესი ხარისხის სერვისის მიწოდებას, ასევე თვლის რომ ყველაზე ღირებული რესურსი ყოველი წარმატების მისაღწევად არის გუნდი. ის მაგალითებით ხელმძღვანელობს და მხარს უჭერს, აქტიურად მუშაობს ახალგაზრდა ტალანტების განვითარებაზე და იცის, რომ მათი წარმატება და კარიერული განვითარება იქნება ჩვენი მომავლის მთავარი საგანძური.
ვუსალ ვარდიევი
გამგეობის წევრი
ვუსალ ვარდიევი ფინკა ბანკი საქართველოს (FINCA Bank Georgia) აღმასრულებელი დირექტორია.