ევროპული ბიზნეს ასოციაცია საკუთარ წევრებს გაუწევს ადვოკატირებასა და ლობირებას საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან, სამინისტროებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, მარეგულირებელ ორგანოებსა და სხვადასხვა ქართულ სააგენტოებთან.
EBA გამოიყენებს ინდივიდუალურ მიდგომას თავისი წევრების პრობლემებისადმი (მაგალითად, ინდივიდუელური პრობლემა სახელმწიფო შესყიდვებსა და ლიცენზირებასთან დაკავშირებით);
EBA საკუთარი წევრებისათვის ხელმისაწვდომს გახდის ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა DCFTA-სთან შესაბამისობისათვის საჭირო ტრენინგებისა და სერტიფიცირების სერვისები, ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებული მომსახურებები და ა.შ.;
ევროპული ბიზნეს ასოციაცია დაეხმარება იმ ევროპელ ინვესტორებს და სავაჭრო კომპანიებს, რომლებსაც სურთ საქართველოში შემოსვლა.
ევროპული ბიზნეს ასოციაცია იქნება მთავარი საკონტაქტო პირი ევროკავშირსა და წევრი ქვეყნების გრანტებთან, ტექნიკური დახმარების პროგრამებთან, ტრენინგებთან და კონფერენციებთან დაკავშირებით.
ევროპული ბიზნეს ასოციაცია წევრებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ ასოციაციის ადგილობრივი და საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელი და დაინტერესებული მხარეები დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
ევროპული ბიზნეს ასოციაცია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს მისი წევრებისთვის საწარმოს ზომის ან სექტორის მიუხედავად.