2020 წლის 21 მაისს ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან და განიხილეს კორონავირუსის გავლენა მათ ბიზნესზე.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო სამომავლო გეგმები და ისაუბრა პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა სექტორებიდან, როგორც ევროპული, ასევე ქართული კომპანიები, კერძოდ გიორგი გოგოლაძე - კომპანია Deutsche Basalt Faser GmbH, ტორსტენ ველერი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმი, ვალერი ჩეხერია - “აჭარა გრუპი”, ალექს მათუა - პროკრედიტ ბანკი, არჩილ ბაკურაძე - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი, ბარის ათაელი - კომპანია ბიურო ვერიტასი, მაია მიქავა - სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია, ირინა საკი - კომპანია პაბლიცისი, პაატა ლომაძე - სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი, ირმა დაუშვილი - კომპანია “დიო”, რომან ბოკერია - Georgian Airways.
ასოციაციის წევრებმა ელჩთან საუბრისას კორონავირუსის უარყოფითი შედეგების გარდა ყურადღება გაამახვილეს ბიზნესისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, კონკურენცია, ხარისხი და სტანდარტები, პროფესიული განათლება და კვალიფიციური კადრები, რეგიონული განვითარება, ევროკავშირთან ვაჭრობა.
შეხვედრაში ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრების გარდა მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, სექტორული ასოციაციები და მოწვეული სტუმრები.
ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ კომპანია SKYHI-ს ტექნოლოგიური მხარდაჭერით.