USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’

USAID-ის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტი “სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამშენებლო სექტორში საჭირო უნარების გასაუმჯობესებლად თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა/პილოტირება”

განმახორციელებელი: ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA), Ltd Prime Concrete, TBSC Consulting

პროექტის ხანგრძლივობა: 2022 წლის 31 მარტი – 15 სექტემბერი

პროექტის მიზანია თანამშრომლობის პლატფორმის მოდელის შექმნა და პილოტირება სამშენებლო სექტორში, კვალიფიციური კადრების მიწოდებასა და შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, რაც ხელს შეუწყოს საერთო დარგობრივი პრობლემის მოგვარებას.

პროექტის საქმიანობა:

  •  თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა;
  • შრომის ბაზარზე არსებული კადრების კვალიფიკაციისა და კომპეტენციების შეფასება, რეკომენდაციების შემუშავება;
  • კერძო სექტორის ჩართულობით, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის (Foreman) მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, პილოტირება და შეფასება პროგრამის შემდგომი განვითარებისა და მთლიანად სამშენებლო სექტორში დანერგვის მიზნით.