BioMedix Event Release

17 ოქტომბერს, 13:30 სთ – სასტუმრო „Holiday Inn“ -ში – გენეტიკური ტესტების კომპანია „ბიომედიქსის“ ორგანიზებით, გაიმართება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „მიკრობიომი – ახალი პერსპექტივები გინეკოლოგიაში“. 
 
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის Biocodex Microbiota Institute-ის წარმომადგენლები. კონფერენცია მიზნად ისახავს ქართული ჯანდაცვის სექტორში, უახლესი საერთაშორისო სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას. 
 
კონფერენციას დაესწრებიან ქვეყნის წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები, გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები, ტრანსპლანტოლოგები და დარგის წამყვანი სპეციალისტები. 
 
„ჩვენი მიზანია, ქართულ სამედიცინო ბაზარს მივაწოდოთ უახლესი ცოდნა და ინოვაციური დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, რაც თვისობრივად შეცვლის პაციენტთა მოვლის სტანდარტებს“. 
 
კონფერენციის მთავარი აქცენტები და ინოვაციური პოტენციალი: 
 
• საერთაშორისო პარტნიორობა: კონფერენციას სპეციალური მოხსენებით ონლაინ ჩაერთვება Biocodex Microbiota Institute-ის წარმომადგენელი ოლივიე ვალკი (Olivier Valcke). 
• ახალი ტექნოლოგიები ბაზარზე: განხილული იქნება ნაწლავის, ვაგინალური და ენდომეტრიუმის მიკრობიომის როლი ქალის ჯანმრთელობასა და რეპროდუქციულ მედიცინაში. 
• სექტორული გავლენა: სამეცნიერო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობა ჯანდაცვის სერვისების ხარისხის ასამაღლებლად.
 
 საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის: 
 
კომპანია „ბიომედიქსი“ – ლიკა კარიჭაშვილი 592100979; მარიამ ფაშალიშვილი 555448821; ეკატერინე ყურუა 557366155 
 
ელ-ფოსტა: info@biomedix.ge

Stay ahead in a rapidly world. Subscribe to Prysm Insights,our monthly look at the critical issues facing global business.